კანონპროექტი მუსლიმი თემის ტერორიზმთან პირდაპირ ასოციაციას იწვევდა.მედიაში ხშირად ვხვდებით ამ კუთხით გაკეთებულ განცხადებებს. მაგალითად,
ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო:
დავით ქვლივიძე,დეკანოზი: ,,აღმაშენებლის გამზირი თბილისია, თურქეთი თუ ირანი, ვერ ვხვდები,... აი ამაზე ისაუბრონ! ჩადრიანი ადამიანები დადიან ქუჩაში და იმ ჩადრს მიღმა ქალია თუ კაცია, ვერ მიხვდები. ეს არის რალური საფრთხე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს ევროპაში, კვირა არ გავა, ტერაქტი არ მოხდეს, აქაც ვინ სად აიფეთქებს თავს, კაცმა არ იცის." 2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი", რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა. გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ საფრანგეთის მაგალითის მოყვანით, აღნიშნა,რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ სკოლები ჰიჯაბის ტარება აკრძალა რელიგიური ექსტრემიზმის შიშით. რომელიც ფაქტობრივ უზუსტობას წარმოადგენდა. შემდგომ კი ხაზი გაუსვა იმას,რომ თავსაბურავი რელიგიური თვითგამოხატვის ფორმას კი არა რელიგიურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს უკავშირდება. რაც თავისთავად მუსლიმი თემის მიმართ ნეგატიურ განწყობას ქმნის. სიუჟეტის შესავალშიც წამყვანი რეპორტაჟის გმირს, დალი სოლომონიძეს წარადგენს და აღნიშნავს, რომ მან დაიწყო ,,ჩადრის საჯარო ტარების კამპანია", რაც დალი სოლომონიძეს არ განუცხადებია. ის მხოლოდ ინდივიდუალურ არჩევანზე საუბრობს.
24 აპრილს "მედიის განვითარების ფონდმა", "საქართველოს მუსლიმთა კავშირმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა", დალი სოლომონიძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართეს. განმცხადებლებმა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს მოითხოვეს. 2018 წლის 14 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ ის მომხრე იყო, საბჭოს ეღიარებინა, რომ სიუჟეტი იყო დისკრიმინაციული. მითუმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჭარბობს ქსენოფობიური ვნებები.