ჩადრი ≠ ტერორიზმს
ჩადრი, ჰიჯაბი,ბურქა,ნიქაბი... ეს სიტყვები ხშირად გვხვდება მაშინ,როდესაც მუსლიმი ქალის სამოსზეა ლაპარაკი.რომელი რას ნიშნავს და რა არსებითი სხვაობაა მათ შორის? სხვაობა სამოსის მიერ ქალის სხეულის და სახის დაფარვის დეტალებშია. თუმცა ყველა მათგანი რელიგიური კულტურის ნაწილია.
ბოლო დროს ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტში ემზარ კვიციანმა კანონპროქტი დაარეგისტრირა, სადაც საუბარი იყო მუსლიმი ქალის სამოსის ტარების აკრძალვაზე. სამოსში იგულისხმებოდა როგორც ბუქა და ნიქაბი, ასევე ნახსენები იყო ჩადრიც.პრობლემას მათი თქმით, წარმოადგენს, გახშირებული ტერორისტული აქტები და პიროვნების იდენტიფიცირების საკითხი.
ბურკა

ისლამურ საფარველთა შორის ყველაზე დამფარავი. ეს არის ერთიანი საფარველი, რომელიც ფარავს სახეს და ტანს და ხშირად, მხედველობისთვის ბადეს მოიცავს.
ჩადრი
თავისა და სხეულის დასაფარი სამოსი, სადაც სახე სრულად ჩანს
ნიქაბი

სახის საფარველი, რომელიც თვალების გარშემო სივრცეს ტოვებს ღიად. თუმცა, მისი ტარება ცალკე სახის საფარველითაცაა შესაძლებელი. მას ატარებენ თავსაბურავთან ერთად.


ჰიჯაბი
ჰიჯაბი ზოგადად სხეულის დაფარვის მიზნით შემოსვას გულისხმობს და ხშირად გამოიყენება მუსლიმი ქალების მიერ თავშალის ტარების აღსაწერად. თავშალები, შეიძლება მრავალი სხვადასხვა სტილის და ფერის იყოს. ჰიჯაბი ფარავს თავს და კისერს, მაგრამ ღიად ტოვებს სახეს.


კანონპროექტი მუსლიმი თემის ტერორიზმთან პირდაპირ ასოციაციას იწვევდა.მედიაში ხშირად ვხვდებით ამ კუთხით გაკეთებულ განცხადებებს. მაგალითად,
ასავალ-დასავალი, 21-27 აგვისტო:
დავით ქვლივიძე,დეკანოზი: ,,აღმაშენებლის გამზირი თბილისია, თურქეთი თუ ირანი, ვერ ვხვდები,... აი ამაზე ისაუბრონ! ჩადრიანი ადამიანები დადიან ქუჩაში და იმ ჩადრს მიღმა ქალია თუ კაცია, ვერ მიხვდები. ეს არის რალური საფრთხე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს ევროპაში, კვირა არ გავა, ტერაქტი არ მოხდეს, აქაც ვინ სად აიფეთქებს თავს, კაცმა არ იცის." 2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი", რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა. გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ საფრანგეთის მაგალითის მოყვანით, აღნიშნა,რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ სკოლები ჰიჯაბის ტარება აკრძალა რელიგიური ექსტრემიზმის შიშით. რომელიც ფაქტობრივ უზუსტობას წარმოადგენდა. შემდგომ კი ხაზი გაუსვა იმას,რომ თავსაბურავი რელიგიური თვითგამოხატვის ფორმას კი არა რელიგიურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს უკავშირდება. რაც თავისთავად მუსლიმი თემის მიმართ ნეგატიურ განწყობას ქმნის. სიუჟეტის შესავალშიც წამყვანი რეპორტაჟის გმირს, დალი სოლომონიძეს წარადგენს და აღნიშნავს, რომ მან დაიწყო ,,ჩადრის საჯარო ტარების კამპანია", რაც დალი სოლომონიძეს არ განუცხადებია. ის მხოლოდ ინდივიდუალურ არჩევანზე საუბრობს.

24 აპრილს "მედიის განვითარების ფონდმა", "საქართველოს მუსლიმთა კავშირმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა", დალი სოლომონიძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართეს. განმცხადებლებმა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს მოითხოვეს. 2018 წლის 14 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ ის მომხრე იყო, საბჭოს ეღიარებინა, რომ სიუჟეტი იყო დისკრიმინაციული. მითუმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჭარბობს ქსენოფობიური ვნებები.


მუღანლოს მეჩეთის ახუნდის გუმბათ ალიევის განმარტებით, ქალის თვალების ან სახის დაფარვა სხვადასხვა ქვეყნის კულტურიდან გამომდინარეობს. ყურანში მითითებულია 30-31 აიები სადაც ალლაჰი მოციქულ მუჰამედს მოუწოდებს, რომ მორწმუნე ქალმა თავზე უნდა დაიხუროს და სხეულის ფორმები მის სამოსში არ უნდა იყოს გამოკვეთილი.

„ჩადრი არ ნიშნავს იმას,რომ სხვა ქვეყანას ან კულტურას ვეკუთვნით. რეალურად, ჩვენ სამშობლოს სიყვარულიც გვაკავშირებს და დროშაც".

ლია დეკანაძე მუსლიმი თემის წარმომადგენელია. თავსაფარს არ ატარებს, ამბობს, რომ მუსლიმი თემის გაშუქებისას, ისურვებდა იმით დაინტერესდნენ, როგორია მათი ყოველდღიურობა და მაინცდამაინც მაშინ არ მოხვდნენ ყურადღების ცენტრში, როდესაც რაიმე ხდება.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website